საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პირველი სამეცნიერო ნაშრომი ექსპერიმენტულ ეკონომიკაში და დისერტაციის ჰიბრიდულ (შერეულ) რეჟიმში საჯარო დაცვა.

2021  წლის 13 ოქტომბერს, ივანე ჯავახიშვილის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე გაიმართა ეკონომიკის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ რატი მექვაბიშვილის  სადისერტაციო ნაშრომის: „სახელმწიფო ინსტიტუტების როლი  პროსოციალური ქცევის და ეფექტიანი ეკონომიკური ურთიერთობების ფორმირებაში“ , საჯარო დაცვა.

აღნიშნული დისერტაცია საქართველოში ექსპერიმენტული ეკონომიკის მიმართულებით შესრულებული პირველი ნაშრომია და მან სპეციალისტების დიდი ინტერესი გამოიწვია.

დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელები იყვნენ თსუ ასოცირებული პროფესორი მარინა ნაცვალაძე და ნოტინგემის უნივერსიტეტის პროფესორი კრის სტამერი.

დაცვა ჩატარდა  ე.წ. ჰიბრიდულ (შერეულ) რეჟიმში. კომისია შეიკრიბა თსუ მე-10 (მაღლივი) კორპუსის 206-ე აუდიტორიაში, ხოლო დისერტანტის ბრიტანელი ხელმძღვანელი ჩაერთო დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში.

სადისერტაციო  ნაშრომის დაცვის კომისიამ, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ: აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა,  პროფესორი თეიმურაზ ბერიძე (თავმჯდომარე), პროფესორი რევაზ გველესიანი, პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი,  პროფესორი ეთერ ხარაიშვილი (მოადგილე), ასოცირებული პროფესორი  თამარ ათანელიშვილი, ასოცირებული პროფესორი ინეზა გაგნიძე, პროფესორი მიხეილ ჯიბუტი (გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი), ასოცირებული პროფესორი  მანანა ლობჟანიძე (მდივანი), ასოცირებული პროფესორი  ია ნაცვლიშვილი და ასისტენტ-პროფესორი რუსუდან სირბილაძე, მაღალი შეფასება მისცა წარმოდგენილ ნაშრომს და დოქტორანტს ეკონომიკის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიანიჭა.

თარიღი: 15/10/2021